Tuesday, September 22, 2015

პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება
პითაგორას თეორემა და მისი ზოგიერთი გამოყენება
პროექტის მთავარი იდეა
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას თეორემის დასაბუთების სხვადასხვა გზას.ისწავლიან თეორემის გამოყენებით ამოცანების ამოხსნას და თეორემის გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას.
პროექტის აქტუალურობა
პროექტი მოსწავლეს განუვითარებს კვლევის უნარს,აღუძრავს მასალის შემდგომ ინტერესს,აღუძრავს სურვილს მიღებული ცოდნის გამოყენებით ამოხსნას სხვადასხვა ტიპის ამოცანები.
პროექტის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს პითაგორას თეორემის დასაბუთება და თეორემის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.მათ.VIII.9,მათ.VIII.10.

მონაწილეთა ასაკი
14 წელი
პროექტის ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას შესახებ და პითაგორას თეორემის შესახებ ინფორმაციას.შეძლებენ თეორემის დასაბუთებას სხვადასხვა გზით.თეორემის გამოყენებით მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის კავშირის დამყარებას.თეორემის გამოყენებით მნიშვნელოვანი დებულებების დასაბუთებას,რომელსაც წარმატებით გამოიყენებენ ამოცანების ამოხსნისას.გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მათემატიკის მე–8 კლასის სახელმძღვანელო.ინტერნეტი.ფურცლები ნახაზებისთვის.კომპიუტერი.პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
კლასს გავაცნობ პროექტის მიზნებს.ჩამოვაყალიბებთ 2 ჯგუფს.თითოეული აირჩევს ლიდერს,რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას.
გადავანაწილებთ სამუშაოს–პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას პითაგორაზე და პითაგორას თეორემაზე.დაასაბუთებენ პითაგორას თეორემას სხვადასხვა გზით.
მეორე ჯგუფი პითაგორას თეორემის გამოყენებით დაასაბუთებს ზოგიერთ მნიშვნელოვან დებულებას და ამ დებულებების გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს.
ორივე ჯგუფი იმუშავებს კედლის გაზეთის მასალების შერჩევაზე.
ორივე ჯგუფი მოახდენს დამუშავებული მასალის პრეზენტაციას გაკვეთილზე.
შეფასება
 მოსწავლეებთან ერთად შეთანხმებული რუბრიკით მოვახდენთ შედეგების შეფასებას.


No comments:

Post a Comment