Tuesday, September 22, 2015

პრეზენტაციის რეფლექსია


სასწავლო  რესურსის რეფლექსია
მოსწავლეები განსაკუთრებით ინტერესით და ხალისით ეკიდებიან სწავლას, როცა მათთან გაკვეთილზე ვიყენებ ი.ს.ტ ტექნოლოგიებს. გავიარე სპეციალური ტრენინგ–კურსი და შემიძლია მათთვის შევქმნა სასწავლო რესურსი.
წარმოგიდგენთ პრეზენტაციას (სლაიდშოუ), რომელიც გამოვიყენე Vკლასში თემის „სამკუთხედი“ შესწავლისას.
გაკვეთილის მიზანი და შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ სამკუთხედების კლასიფიკაციას გვერდებისა და კუთხეების მიხედვით,ამოცანების ამოხსნით გაიწაფებიან სამკუთხედის ელემენტებს შორის მიმართების დადგენაში.მათ.V.7 მათ.V.8
სლაიდების ჩვენება,რომელსაც დავურთე ჩემი საუბარი, დამეხმარა მიზნის მიღწევაში. გაკვეთილის ახსნის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები.
სასწავლო რესურსის ელ.მისამართი:
 ingaqasrashvili.blogspot.com./LeMill-პრეზენტაცია „სამკუთხედი“.


პროქტის რეფლექსია

პროექტის რეფლექსია
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად შევარჩიეთ პროექტის თემა .მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი საფუძვლიანად შეესწავლათ პითაგორას თეორემა, მისი დამტკიცება და ზოგიერთი გამოყენება –მათი ასაკის შესაბამისად.(მოტივაცია გაჩნდა პითაგორას თეორემის შესახებ ლეგენდის საფუძველზე).
გავანაწილეთ სამუშაო ჯგუფებზე.ჯგუფებმა იმუშავეს ინსტრუქციის შესაბამისად.მუშაობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, მათ შორის 2 სსსმ მოსწავლე.
პირველი ჯგუფის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია პითაგორას  და პითაგორას თეორემის შესახებ. შეისწავლეს პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა გზა, მათ შორის პითაგორასეული დამტკიცება, რომელიც საინტერესოდ წარადგინა პრეზენტაციაზე ბექა აბჟანდაძემ. წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ნახაზების პრეზენტაცია.
მეორე ჯგუფის წევრებმა იმუშავეს პითაგორას თეორემის გამოყენებით ზოგიერთი მნიშვნელოვანი დებულების დასაბუთებაზე.კერძოდ; გამოიყვანეს ორ წერტილს შორის მანძილის გამოსათვლელი ფორმულა,წრეწირთან დაკავშირებული მონაკვეთების თვისება–ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისება და ერთი წერტილიდან გავლებული ორი მკვეთის მონაკვეთის თვისება.აქ გაჩნდა სირთულე,გაუჭირდათ დასაბუთება და დაჭირდათ ჩემი დახმარება.წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო ამოცანის ამოხსნა პითაგორას თეორემის გამოყენებით.
პრეზენტაციაზე მეორე ჯგუფმა საინტერესოდ წარმოადგინა მოცემული წრფის მართობულად  წრფის  გავლების ერთი პრაქტიკული ხერხი, რომელსაც უძველეს დროში ეგვიპტური პირამიდების ასაგებად იყენებდნენ.
ორივე ჯგუფმა პრეზენტაციის დროს გამოიყენა სლაიდშოუ.
ორივე ჯგუფმა იმუშავა და გამოუშვეს კედლის გაზეთი საინტერსო მასალებით.კედლის გაზეთისათვის პითაგორას პორტრეტი დახატა ილიკო ტოფაძემ.
პრეზენტაციის დროს ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
პროექტის მასალები თავმოყრილია და ინახება ჩემთან.
ინგა ქასრაშვილი


პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება
პითაგორას თეორემა და მისი ზოგიერთი გამოყენება
პროექტის მთავარი იდეა
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას თეორემის დასაბუთების სხვადასხვა გზას.ისწავლიან თეორემის გამოყენებით ამოცანების ამოხსნას და თეორემის გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას.
პროექტის აქტუალურობა
პროექტი მოსწავლეს განუვითარებს კვლევის უნარს,აღუძრავს მასალის შემდგომ ინტერესს,აღუძრავს სურვილს მიღებული ცოდნის გამოყენებით ამოხსნას სხვადასხვა ტიპის ამოცანები.
პროექტის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს პითაგორას თეორემის დასაბუთება და თეორემის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.მათ.VIII.9,მათ.VIII.10.

მონაწილეთა ასაკი
14 წელი
პროექტის ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას შესახებ და პითაგორას თეორემის შესახებ ინფორმაციას.შეძლებენ თეორემის დასაბუთებას სხვადასხვა გზით.თეორემის გამოყენებით მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის კავშირის დამყარებას.თეორემის გამოყენებით მნიშვნელოვანი დებულებების დასაბუთებას,რომელსაც წარმატებით გამოიყენებენ ამოცანების ამოხსნისას.გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მათემატიკის მე–8 კლასის სახელმძღვანელო.ინტერნეტი.ფურცლები ნახაზებისთვის.კომპიუტერი.პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
კლასს გავაცნობ პროექტის მიზნებს.ჩამოვაყალიბებთ 2 ჯგუფს.თითოეული აირჩევს ლიდერს,რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას.
გადავანაწილებთ სამუშაოს–პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას პითაგორაზე და პითაგორას თეორემაზე.დაასაბუთებენ პითაგორას თეორემას სხვადასხვა გზით.
მეორე ჯგუფი პითაგორას თეორემის გამოყენებით დაასაბუთებს ზოგიერთ მნიშვნელოვან დებულებას და ამ დებულებების გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს.
ორივე ჯგუფი იმუშავებს კედლის გაზეთის მასალების შერჩევაზე.
ორივე ჯგუფი მოახდენს დამუშავებული მასალის პრეზენტაციას გაკვეთილზე.
შეფასება
 მოსწავლეებთან ერთად შეთანხმებული რუბრიკით მოვახდენთ შედეგების შეფასებას.


სამკუთხედის პრეზენტაცია