პროექტის რეფლექსია
მასწავლებელმა და
მოსწავლეებმა ერთად შევარჩიეთ პროექტის თემა .მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი საფუძვლიანად
შეესწავლათ პითაგორას თეორემა, მისი დამტკიცება და ზოგიერთი გამოყენება –მათი ასაკის
შესაბამისად.(მოტივაცია გაჩნდა პითაგორას თეორემის შესახებ ლეგენდის საფუძველზე).
გავანაწილეთ სამუშაო
ჯგუფებზე.ჯგუფებმა იმუშავეს ინსტრუქციის შესაბამისად.მუშაობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე,
მათ შორის 2 სსსმ მოსწავლე.
პირველი ჯგუფის
წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია პითაგორას და
პითაგორას თეორემის შესახებ. შეისწავლეს პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა
გზა, მათ შორის პითაგორასეული დამტკიცება, რომელიც საინტერესოდ წარადგინა პრეზენტაციაზე
ბექა აბჟანდაძემ. წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ნახაზების პრეზენტაცია.
მეორე ჯგუფის წევრებმა
იმუშავეს პითაგორას თეორემის გამოყენებით ზოგიერთი მნიშვნელოვანი დებულების დასაბუთებაზე.კერძოდ;
გამოიყვანეს ორ წერტილს შორის მანძილის გამოსათვლელი ფორმულა,წრეწირთან დაკავშირებული
მონაკვეთების თვისება–ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისება და ერთი წერტილიდან გავლებული
ორი მკვეთის მონაკვეთის თვისება.აქ გაჩნდა სირთულე,გაუჭირდათ დასაბუთება და დაჭირდათ
ჩემი დახმარება.წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო ამოცანის ამოხსნა პითაგორას თეორემის
გამოყენებით.
პრეზენტაციაზე მეორე
ჯგუფმა საინტერესოდ წარმოადგინა მოცემული წრფის მართობულად წრფის გავლების
ერთი პრაქტიკული ხერხი, რომელსაც უძველეს დროში ეგვიპტური პირამიდების ასაგებად იყენებდნენ.
ორივე ჯგუფმა პრეზენტაციის
დროს გამოიყენა სლაიდშოუ.
ორივე ჯგუფმა იმუშავა
და გამოუშვეს კედლის გაზეთი საინტერსო მასალებით.კედლის გაზეთისათვის პითაგორას პორტრეტი
დახატა ილიკო ტოფაძემ.
პრეზენტაციის დროს
ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
პროექტის მასალები
თავმოყრილია და ინახება ჩემთან.
ინგა ქასრაშვილი