Friday, July 19, 2013

შთაბეჭდილება

ტრენინგის დასაწყისისათვის ჩემი განწყობა იყო ასეთი:ვფიქრობდი მაინც არაფერი გამომივა მეთქი, მაგრამ მაიკოს წყალობით  პირიქით -ბევრი რამ ვისწავლე და იმედია გამოვიყენებ.
   მადლობა ჩვენ ტრენერს-მაია ჯოხაძეს.

Thursday, July 18, 2013

სიმეტრია ჩვენს გარშემო

პროექტის სახელწოდება:სიმეტრია ჩვენს გარშემო
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სიმეტრიის აღქმის უნარს.
პროექტის აქტუალურობა:სიმეტრიის აღქმა ხელს უწყობს მოსწავლეების ესთეტიკური გემოვნების ჩამიყალიბებას
პროექტის მიზნები:განუვითაროს მოსწავლეებს სიმეტრიის აღქმის უნარი (შეძლოს გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიოს სიმეტრიული ობიექტები.დახაზოს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული ფიგურა მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ.მიუთითოს სიმეტრიის ღერძი. მოახდინოს სიმეტრიულობის დემონსტრირება. გამოიყენოს ფიგურის სიმეტრიულობა მისი თვისების დასადგენად.
მონაწილეთა ასაკი:13 წელი.
ხანგრძლივობა:10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები 
მოიძევენ სიმეტრიის შესახებ მასალებს,შეაგროვებენ მათ გარშემო არსებული სიმეტრიული საგნების სურათებს როგორც ბუნებაში არსებულს,ასევე ხელოვნებაში,ლიტერატურაში,გეომეტრიულ ფიგურებში.დაამზადებენ ბუკლეტებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი,VII-XIკლ.მათემატიკის სახელმძღვანელო,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
1.                  პროექტის გეგმის შემუშავება კლასთან.
2.                  კლასის დაყოფა 3 ჯგუფად და სამუშაოს განაწილება
3.                  ჯგუფებში სამუშაოს გადანაწილება.
4.                  აქტივობების განხორციელება:
1)სახელმძღვანელოებიდან და ინტერნეტიდან  მოიძევენ მასალას თუ რა არის სიმეტრია, სიმეტრიის რამდენი სახე არსებობს,რომელ სფეროებს უკავშირდება.
2)შეაგროვებენ ფოტომასალას მათ გარშემო არსებული სიმეტრიული საგნების შესახებ,ასევე ინტერნეტიდან მოიძევენ სურათებს და წარმოადგენენ კოლაჟის სახით.
3) შეისწავლიან ქართული ანბანის ასოებში სიმეტრიას, ქართველ მწერალთა გამონათქვამებში სიმეტრიას,მათემატიკაში-რიცხვებში,გეომეტრიულ ფიგურებში.
5. პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია.
6. პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბიოლოგია, ხელოვნება,ქართული ენა და ლიტერატურა.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
მათ. VII.11.       მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   ინგა ქასრაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:   ingaqasrashvili @ gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ingaqasrashvili.blogspot.com

Wednesday, July 17, 2013

ჩემს შესახებ

მე ვარ ინგა ქასრაშვილი, 42წლის,ვმუშაობ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.მყავს მეუღლე და2 შვილი